Skip to content

ავთო ვარაზის #36

დეკა ლისი

მშენებლობა
მიმდინარე
გაყიდვები
მიმდინარე
დასრულება
2026 წლის I კვარტალი - 2027 წლის II კვარტალი.
თავისუფალი ბინები
181 / 460
ფასი
$101,200 -დან
ფართი
23–150 m²
კვ.მ რეკრეაციული სივრცე
10,000
საპარკინგე ადგილი
233
ბლოკი
3
პროექტის შესახებ

დეკა ლისი

დეკა “ლისი” პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ბუნება, ხარისხი და  ყოველდღიური ცხოვრების კომფორტი ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის.

დეკა ლისი ავთო ვარაზის №36-ში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ლისის ტბიდან 4 წუთის სავალზე, ბუნებრივად მწვანე გარემოში შენდება.

პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილსა და გამოწვევებს, ეს არის მყუდრო საცხოვრებელი სივრცე ურბანული ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ქალაქის ცენტრთან ახლოს.

ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ

რატომ დეკა ლისი?

პროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილსა და გამოწვევებს, ეს არის მყუდრო საცხოვრებელი სივრცე ურბანული ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ქალაქის ცენტრთან ახლოს.

  • ორდონიანი დახურული პარკინგი
  • სავარჯიშო დარბაზი
  • ჰიპერმარკეტი
  • ლობი და კონსიერჟის სერვისი
  • მოსასვენებელი სივრცეები
  • უსაფრთხოება 24/7-ზე
  • სასეირნო და ველობილიკები
  • ღია საცურაო აუზი
  • პადელის კორტი
  • სპორტული მოედანი
  • საბავშვო სივრცე

ხშირად დასმული კითხვები

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?

ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს:

  • ბინის შემოსასვლელ ხანძარმედეგ კარს 220/100;
  • ყინვაგამძლე ფილით მოპირკეთებულ აივანს;
  • აივნის სანიაღვრე სისტემას;
  • აივნის სათავსო სივრცეს (საქვაბე და კონდინცირების გარე აგრეგატისთვის);
  • 10 სმ-იანი ბლოკით მოწყობილ შიდა ტიხრებს;
  • მოჭიმულ იატაკს (სველი წერტილის გარდა);
  • 20 სმ-იანი ბლოკით ამოყვანილ ბინების გამყოფ კედლებს;
  • სველ წერტილამდე მიყვანილ გათბობის გაყვანილობას;
  • გაზის გაყვანილობის ორ წერტილს (აივანი/სამზარეულო);
  • საკანალიზაციო გაყვანილობას;
  • წყლის გაყვანილობას;
  • ყველა ოთახში (აუცილებელი რაოდენობა) მიყვანილ ელექტრო და სუსტი დენების გაყვანილობას;
  • დენის, წყლისა და გაზის დამონტაჟებულ მრიცხველებს;
  • გიპერით შელესილ კედლებს (სველი წერტილის გარდა).

რა რეკრეაციული და სპორტული სივრცეები იქნება კომპლექსში?

პროექტის 58%, დაახლოებით 10 000 კვ.მ განკუთვნილია რეკრეაციული ზონისთვის, სადაც მაცხოვრებელს დახვდება სასეირნო და ველო ბილიკები, ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ხედები და ბუნებრივად ჯანსაღი გარემო.

რამდენი ბლოკისგან შედგება კომპლექსი და რას მოიცავს თითოეული მათგანი?

კომპლექსი შედგება სამი ბლოკისგან, თითოეული მოიცავს როგორც საცხოვრებელ სივრცეებს, ისე კომერციულ ფართებს, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან საცხოვრებელ და მომსახურების შესაძლებლობებს ერთ სივრცეში. გარდა ამისა პროექტის ნაწილია 10 000კვ.მ გამწვანებული ეზო, სპორტულ-რეკრეაციული ზონებით და ორდონიანი ავტოსადგომით. სამივე ბლოკი უზრუნველყოფილია 24/7 დაცვის სისტემით.

როგორი გადახდის პირობა გაქვთ?

დეკაში ცხოვრების ყველა მსურველი საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადახდის პირობებს მიიღებს :

შიდა განვადება :

  • 0%–დან – 100%-მდე წინასწარი შენატანის შესაძლებლობა
  • უპროცენტო შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე

იპოთეკური სესხი  :

  • პარტნიორი ბანკები : თიბისი ბანკი /  საქართველოს ბანკი;
  • დაფინანსების გამარტივებული პროცედურა;
  • განსაკუთრებული საპროცენტო განაკვეთები.
  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება

მშენებლობის ხარისხი

მშენებლობას ახორციელებს ქვეყანაში წამყვანი სამშენებლო კომპანია “ანაგი”, სამშენებლო პროცესში კი გამოყენებულია:

  • ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალები;
  • ავსტრიული ბრენდის Doka-ს საყალიბე და უსაფრთხოების სისტემები. სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის მაქსიმალურ გეომეტრიულ სიზუსტესა და გამძლეობას;
  • კატეგორიის წამყვანი ამერიკული ბრენდის “Otis”-ის ლიფტები;
  • ალუმინის უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა.

კომპლექსის მართვა

საცხოვრებელი სივრცის პროფესიონალურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს ბენე კომფორტი, საქართველოში წამყვანი კომპანია სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტების მართვაში, რომელიც 40 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება და კომპლექსის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მაცხოვრებელთა კომფორტს 24-7-ზე უზრუნველყოფს.

მდებარეობა

ავთო ვარაზის #36

თბილისი

გზის მითითება (იხსნება ახალ ფანჯარაში)
ხელმისაწვდომი ბინები

შეარჩიე ბინა

ყველა ბინა

დეკა ლისი პროექტზე მეტი ინფორმაციისა და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია