- თავისუფალი ბინები
- 68 / 308
- ფასი
- $75,624 -დან
- ფართი
- 36–125 m²
- პარკინგის ადგილი
- 116
- სართული
- 21
დეკა ვარკეთილი
დეკა “ვარკეთილი” კომერციული ფართებით, დახურული ავტოსადგომითა და საერთო გამოყენების სივრცეებით დატვირთული 21 სართულიანი საცხოვრებელი შენობაა, რომელიც ისთ ფოინთიდან 5 წუთის სავალზე, 18 ჰექტარზე განთავსებული რეკრეაციული ზონის მეზობლად, გიორგი აბაშვილის ქუჩა №3-ში შენდება. მშენებლობის დროს გამოყენებულია ავსტრიული ბრენდის Doka-ს საყალიბე და უსაფრთხოების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბეტონის სტრუქტურის მაქსიმალურ სიზუსტეს.
პროექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ნორმებს (კოდექსის 41-ე მუხლი) და შენდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალებით.
რატომ დეკა ვარკეთილი?
მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე მორგებული ლოკაცია, გამწვანებული ეზო, საბავშვო და საერთო სამუშაო ზონები ქმნიან ეკომეგობრულ და პრაქტიკულ გარემოს.
ხშირად დასმული კითხვები
რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?
ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს:
- ბინის შემოსასვლელ ხანძარმედეგ კარს 220/100;
- ყინვაგამძლე ფილით მოპირკეთებულ აივანს;
- აივნის სანიაღვრე სისტემას;
- აივნის სათავსო სივრცეს (საქვაბე და კონდინცირების გარე აგრეგატისთვის);
- 10 სმ-იანი ბლოკით მოწყობილ შიდა ტიხრებს;
- მოჭიმულ იატაკს (სველი წერტილის გარდა);
- 20 სმ-იანი ბლოკით ამოყვანილ ბინების გამყოფ კედლებს;
- სველ წერტილამდე მიყვანილ გათბობის გაყვანილობას;
- გაზის გაყვანილობის ორ წერტილს (აივანი/სამზარეულო);
- საკანალიზაციო გაყვანილობას;
- წყლის გაყვანილობას;
- ყველა ოთახში (აუცილებელი რაოდენობა) მიყვანილ ელექტრო და სუსტი დენების გაყვანილობას;
- დენის, წყლისა და გაზის დამონტაჟებულ მრიცხველებს;
- გიპერით შელესილ კედლებს (სველი წერტილის გარდა);
სად მდებარეობს პროექტი და რამდენად მარტივად მისაწვდომია ტრანსპორტით?
დეკა ვარკეთილი მდებარეობს ვარკეთილში, გიორგი აბაშვილის ქუჩა #3-ში. პროექტი უზრუნველყოფილია კომფორტული სატრანსპორტო კავშირებით, ახლოსაა მთავარი გზებთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებთან.
როგორი გადახდის პირობა გაქვთ?
დეკაში ცხოვრების ყველა მსურველი საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადახდის პირობებს მიიღებს:
- 0%–დან – 100%-მდე წინასწარი შენატანის შესაძლებლობა;
- უპროცენტო შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე;
- პარტნიორი ბანკები : თიბისი ბანკი / საქართველოს ბანკი;
- დაფინანსების გამარტივებული პროცედურა;
- განსაკუთრებული საპროცენტო განაკვეთები;
- ერთიანი გადახდის შემთხვევაში ფასდაკლება;
რომელი კომპანია ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს?
დეკას პროექტების მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ უზრუნველყოფს, კომპანია, რომელიც 1989 წლიდან ქმნის სამშენებლო პროცესის მაღალ სტანდარტს და უკვე 36 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხისა და საიმედოობის სიმბოლოდ ითვლება.
დეკა ვარკეთილი ფოტოებში
გიორგი აბაშვილის #3
თბილისი
შეარჩიე ბინა